2 დღიან ტური თურქეთში - ყარსის პროვინციაში

აღწერა

გთავაზობთ 2 დღიან ტურს თურქეთში - ყარსის პროვინციაში.
ტურის ღირებულებაა - 220 ლ
ღირებულებაში შედის:
- მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
- სასტუმროში განთავსება 1 ღამით, 2 და 3 ადგილიან ნომრებში
- საუზმე
- ქართულენოვანი გიდი/გამყოლი, რომელიც თბილისიდან მიყვება ჯგუფს და მათთან ერთად იქნება სრული ტურის განმავლობაში.
ღირებულებაში არ შედის:
- კვება დღის განმავლობაში
- სამუზეუმო მოსაკრებელი -50 ლირამდე
გაითვალისწინეთ - პასპორტს /ID ბარათის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს 6 თვეს
ტურის დეტალური აღწერა:
დღე 1
07:00 გასვლა თბილისიდან
მოსანახულებელი ობიექტებია:
- ქაჯის ციხე - მდებარეობს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე ერუშეთში. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაა. პირველად ასურულ ლურსმულ წყაროებში იხსენიება, შემდეგ კი მე-6 საუკუნეშია მოხსენიებული ძველ ბერძნულ წყაროებში, როგორც მსოფლიოს უმძლავრესი ციხესიმაგრე. ვარაუდობდობენ რომ ეს ციხე უნდა ყოფილიყო "ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთის ციხის პროტოტიპი.
- ჩილდირის (ჩრდილის) ტბა - მდებარეობს აღმოსავლეთ ანატოლიაში, ყარსის ზეგანზე, მთათა შესაყარზე, ზღვის დონიდან 1959 მეტრი. ფართობი 120 კმ², სიღრმე — 42 მეტრი.
- ყარსი - ქალაქი ყარსი დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ეკუთვნოდა. ყარსის ქართული ისტორიული სახელი კარი იყო. XVI საუკუნეში შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1878 წელს რუსეთის იმპერიამ დაიპყრო და დაპყრობილი ჰყავდა მანამ სანამ, 1921 წელს ყარსის ზავით თურქეთის რესპუბლიკას არ დაუბრუნდა.
- ყარსის ციტადელი
- ყველის მუზეუმი (შესვლა-სურვილისამებრ)
დაბინავება სასტუმროში,თავისუფალი დრო
დღე 2
10:00 გასვლა სასტუმროდან
მოსანახულებელი ობიექტებია:
- 12 მოციქულის ტაძარი/ქუმბეთის მეჩეთი
- ანისი - 1001 ეკლესიის ქალაქი. მუზეუმი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.
- თავისი განვითარების უმაღლეს ეტაპზე ქალაქში ცხოვრობდა 100 000-ზე მეტი ადამიანი და მეტოქეობას უწევდა კონსტანტინოპოლს, ბაღდადს და დამასკოს. 1319 წლის მიწისძვრის შედეგად განადგურდა. დათვალიერებას რამდენიმე საათი ჭირდება
დაბრუნება თბილისში 23:00 მდე
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ტურზე დასარეგისტრირებლად დამიკავშირდით:
☎️  511 305 511;  WhatsApp 511 30 55 11
ანისი
ყარსი
ტური ანისში
ტური ყარსში
კონტაქტი