5 დღიანი ტური სტამბოლში (ავტობუსით)

აღწერა

5 დღიანი ტური სტამბოლში (ავტობუსით)
ტურის ღირებულება 550 ლარი
ღირებულებაში შედის:
- მგზავრობა მაღალი კლასის კომფორტული ავტობუსით
- სასტუმროში განთავსება ქალაქის ცენტრალურ უბანში (ლინკს გამოგიგზავნით პირადში,დაჯავშნისთანავე)
- საუზმე
- ქართულენოვანი გიდი/გამყოლი,რომელიც თბილისიდან მიყვება ჯგუფს და მათთან ერთად იქნება სრული ტურის განმავლობაში.
ღირებულებაში არ შედის:
- კვება დღის განმავლობაში
- სამუზეუმო მოსაკრებელი  (მუზეუმებში შესვლა ნებაყოფლობითია)
- შიდა გადაადგილება
გაითვალისწინეთ - პასპორტის / ID ბარათის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს 6 თვეს
----------------------------------------
ტურის ფარგლებში მოსანახულებელი ობიექტებია:
- აია სოფია -VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს დროს აშენებული, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ტაძარი მართმადიდებლურ სამყაროში(ამჟამად მეჩეთად ფუნქციონირებს და შესვლა უფასოა)
- სულთან აჰმედის მეჩეთი,( ცისფერი მეჩეთი)ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ძეგლი ისლამურ სამყაროში, 1606-1616 წლებშია აშენებული, ოტომანების იმპერიის დროს(რესტავრაციაშია და მხოლოდ ნაწილის ნახვაა შესაძლებელი)
- ძველი იპოდრომი - ქალაქის მთავარი მოედანი -აქ ვნახავთ ეგვიპტურ ობელისკს, გველის კოლონას, კონსტანტინეს ობელისკს და გერმანელების ნაჩუქარ შადრევანს
- კონსტანტინე დიდის სვეტი, რომლითაც წმ. იმპერატორმა საფუძველი ჩაუყარა ახალ ქრისტიანულ დედაქალაქს- ახალ რომს.
- გრანდ ბაზარი - უძველესი ნაგებობა,რომელიც შედგება 4400 მაღაზიისგან, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ უამრავი საინტერესო რამ.
- დოლმაბაჰჩეს სასახლე - ყველაზე დიდი სასახლე თურქეთში. მისი ფართობი 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობა 285 ოთახისგან შედგება,ცნობილია დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის.აქ გაატარა მუსტაფა ათათურქმა სიცოცხლის ბოლო დღეები.
- ტაქსიმის მოედანი - ისტიკლარის გამზირი წითელი ტრამვაით და ბრენდული მაღაზიებით (გვექნება თავისუფალი დრო შოპინგისთვის)
 ქართული სასაფლაო ტაქსიმზე
- ბუიუკადა, პრინცის კუნძულებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ოსმალეთის სულთნების ოჯახის წევრების გადასახლებისთვისაც იყენებდნენ. XIX საუკუნეში, კუნძულები სტამბოლის მდიდარი ოჯახების პოპულარული კურორტი გახდა.
-  წმ. გიორგის სასწაულმოქმედი ტაძარი - სნეულთა შემწე
გასვლა თბილისიდან 06:00
დამატებითი ინფორმაციისთვის ან
ტურზე დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით: ტელ. 511 305 511; WhatsApp:511305511
თურქეთი
სტამბოლი
სტამბული
ტური სტამბოლში
ტური თურქეთში
კონტაქტი