2 დღიანი ტური სომხეთში

აღწერა

8-9 ივლისს გთავაზობთ 2 დღიან ტურს სომხეთში.
ტურის ფარგლებში მოსანახულებელი ობიექტებია :
I დღე:
- დილიჯანი ,ქალაქის ძველი უბანი ისტორიული სახლებით
- სევანის ტბა
- სევანავანქის არქიტექტურული კომპლექსი- IX ს
- ქალაქი ერევანი
- ერევნის კასკადი
- რესპუბლიკის მოედანი
- ვახშამი ცნობილ რესტორანში "კავკაზსკაია პლენიცა" ან "ფარვანა"
II დღე
- სერგო ფარაჯანოვის მუზეუმი
- ცისფერი მეჩეთი
- ხორ-ვირაპის მონასტერი -მდებარეობს მიწისქვეშა სატუსაღოს თავზე, სადაც სომხეთის მეფე თრდატ III-ს 15 წლის განმავლობაში დატუსაღებული ჰყავდა გრიგოლ განმანათლებელი. 301 წელს თრდატ III-მ ქრისტიანობა მიიღო და იგი გაათავისუფლა.
- ქალაქი ვაღარშაპატი (ყოფილი ეჩმიაძინი)
- წმ.გაიანეს სახ. ეკლესია ,სადაც არის მისი საფლავიც (მართლმადიდებელი ეკლესია ამ წმინდანის ხსენებას 13 ოქტომბერს აღნიშნავს ,35 ქალწულმოწამესთან ერთად)- 618 წ.
- ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია
- ზვარტნოცი-იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი(643-642 წწ)
ტურის ღირებულებაა 185 ლ
ღირებულებაში შედის :
- მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
- სასტუმროში განთავსება 2 და 3 ადგილიან ნომრებში
- გიდი, რომელიც მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას მოსანახულებელ ობიექტების შესახებ
ღირებულებაში არ შედის სამუზეუმო მოსაკრებელი 2300 დრამი-დაახლოებით 16 ლარამდე (შესვლა ნებაყოფლობითია)
//საზღვრის გადასაკვეთად აუცილებელია
საქართველოს მოქალაქის პასპორტი,ID ბარათით საზღვარს ვერ გადაკვეთთ.
ჯგუფის ხელმძღვანელი გირჩევთ სად შეიძინოთ სუვენირები,ძეხვეული,სომხური კონიაკი,სიგარეტი და თევზი საკმაოდ იაფად.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ტურზე დასარეგისტრირებლად დამიკავშირდით:
☎️ 511 305 511
Whatsapp 511 305 511
კონტაქტი