3 დღიანი ტური ტაო-კლარჯეთში

აღწერა

გთავაზობთ 3 დღიან ტურს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში.
ტურის ჩატარების თარიღი:
8-9-10 სექტემბერი 
ტურის ღირებულებაა 390 ლ.
ღირებულებაში შედის:
- მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
- კეთილმოწყობილ, სუფთა სასტუმროებში განთავსება 2-3-4 ადგილიან ნომრებში (2ღამით)
- ორჯერადი კვება (საუზმე-ვახშამი)
- კვალიფიციური გიდის მომსახურება
ტურის დეტალური აღწერა :
I დღე
07:00 გასვლა თბილისიდან
10:30-11:00 საბაჟო პროცედურები (ვალე/ კარწახი)
მოსანახულებელი ობიექტები:
- ერუშეთი
- არტაანი
- არსიანის უღელტეხილი (2450მ ზღ.დ)
- შავშეთი -ისტორიული მესხეთის ნაწილი
- სათლეს ციხე -1028 წელს აგებული ქართული საფორტიფიკაციო ნაგებობა თურქეთში.
- ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი - X ს.
- ხანძთის სამონასტრო კომპლექსი-782 წელს დააარსა გრიგოლ ხანძთელმა
- არტანუჯის ციხე
სასტუმროში დაბინავება,
ვახშამი
II დღე:
08:00-09:00 საუზმე
მოსანახულებელი ობიექტები:
- დოლისყანა
- ხახული - დააარსა დავით III კურაპალატმა ,X ს.აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: იოანე ხახულელი (X-XI სს.), დავით თბილელი (XI ს.) და სხვა. ხახულში მიუღია სწავლა-განათლება გიორგი მთაწმიდელმაც და აქვე აღკვეცილა ბერად.ხახულის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი კი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
- ოშკი- წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის X საუკუნის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრი.
- თორთუმის ჩანჩქერი
- თორთუმის ტბა,რომელიც 1791 წლის მიწისძვრის შედეგად წარმოიშვა თორთუმის ხეობაში.
სასტუმროში დაბინავება ,ვახშამი
III დღე
08:00 -09:00 საუზმე
მოსანახულებელი ობიექტებია:
- ჭოროხის ხეობა
- კავკასიძეების ციხე
- ოთხთას მონასტერი
- იშხანი გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, საბას მიერ აშენდა IX ს. I ნახევარში
- ბანა -ტაძარი ,სადაც დაიწერა ჯვარი ბაგრატ მეოთხემ და ტაოელ ბაგრატიონთა საძვალე იყო
- კოლა — მხარე ისტორიულ სამხრ. საქართველოში, მოიცავს მტკვრის სათავეების ქვაბულს.აქ შეიქმნა ქართული ჰაგიოგრაფიის ძეგლი „კოლაელ ყრმათა წამება“
23:30 დაბრუნება თბილისში
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ტურზე დასარეგისტრირებლად დამიკავშირდით: 
☎️: 511 305 511
Whatsapp 511 305 511
ტაო-კლარჯეთი


tao klarjeti

კონტაქტი